კონტენტ მარკეტინგი მსოფლიო ბიზნესს ამოძრავებს
კონტენტ მარკეტინგი დღეს მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტ ბიუჯეტს ხარჯავენ კონტენტურ რეკლამაზე. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ მომხმარებელთან მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობის დასამყარებლად კონტენტ მარკეტინგი საუკეთესო საშუალებაა. 2014 წლის კვლევის მიხედვით ამერიკული კომპანიების მარკეტინგული ბიუჯეტის 30% გამოყოფილია კონტენტ მარკეტინგისთვის.
რა არის კონტენტ მარკეტინგი ?
კონტენტმარკეტინგი არის სტრატეგიული მარკეტინგული მიდგომა, რომლის მიზანია ღირებული, შესაბამისი და თანმიმდევრული კონტენტის შექმნა და გაავრცელება სხვადასხვა პლატფორმებით მიზნობრივ აუდიტორიაზე. შედეგად - ცნობადობის ამაღლება, სანდოობისა და ლოიალურობის გაზრდა, ბრენდის გაძლიერება.
ჩვენ შესახებ
”პალიტრა მედიის” მარკეტინგის, პიარისა და ქოფირაითერების კვალიფიციური გუნდი თქვენთვის შექმნის საინტერესო, საჭირო კონტენტს სტატიების, ვიდეოების, ბლოგების, ინფოგრაფიკების სახით და განათავსებს მას თქვენი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამის მედიაპლატფორმებზე. შედეგად შექმნის მიმდევრების, ლაიქერების, ფანების ერთობას, რომლებიც გადაიქცევიან თქვენს მომხმარებლებად.
რეკომენდაციები საინტერესო კონტენტ მასალის შესაქმნელად:
მასალა უნდა იყოს მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო;
კონტენტი უნდა იყოს კვალიფიციურად მომზადებული და უნიკალური;
მასალა უნდა იყოს მრავალფეროვანი. სასურველია იყოს გაფორმებული ინფო ან ვიდეო გრაფიკით;
მთავარი ფოტო და სათაური არ უნდა იყოს სარეკლამო ხასიათის;
სტატია უნდა იწვევდეს მომხმარებლის სანდოობას და შეიცავდეს სასარგებლო ინფორმაციას;
სასურველია მასალა მორგებული იყოს მიზნობრივ აუდიტორიაზე და ემოციას იწვევდეს მათში;
მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა;
გაზომვადი შედეგი.